პიასტის სტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პიასტის სტილი — პოლონური გოთიკის სახელწოდება, რომელთანაც დაკავშირებულია გუთური სტილის დამკვიდრება; ეს სტილი გამოირჩევა დიდებული და ნათელი ფორმებით. სიტყვა „პიატი“ წარმოდგება პოლიანთა ტომის (ამჟამათ უჭირავს უკრაინის ტერიტორია) ლეგენდარული ბელადის — პიასტისაგან, რომელმაც მიიღო პოლონელი ჰერცოგის წოდება და დააარსა ძველი პოლონური სამეფო საგვარეულო. ეს საგვარეულო მეფობდა 1386 წლამდე.