პილოკარპუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პილოკარპუსი – (ლათ. Pilocárpus < ბერძ. pilos შალი; ბურთი და kar-pos ხილი, ნაყოფი) ტეგანისებრთა ოჯახის ორლებნიან მცენარეთა გვარი, მარადმწვანე ხე ან ბუჩქი. იზრდება სამხრეთ ამერიკის ტროპიკებსა და ვესტინდოეთში; საქართველოში გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე. გამოიყენება მედიცინაში, ბაღ-პარკებში, როგორც დეკორატიული მცენარე და სხვ.