პილოტაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პილოტაჟი - (ფრანგულიდან pilotage – თვითმფრინავის ტარება), საფრენი აპარატის მანევრირება ჰაერში სხვადასხვა სახის ფიგურის შესასრულებლად.
სირთულის ხარისხით განასხვავებენ მარტივ, რთულ და უმაღლეს პილოტაჟს. საფრენი აპარატების რაოდენობით – ერთეულს და ჯგუფურს.
პილოტაჟი ხორციელდება სპორტული მიზნებისთვის, მფრინავების საჰაერო ბრძოლაში მანევრირებისთვის და სახმელეთო (საზღვაო) მიზნებზე შეტევის სავარჯიშოდ.