პილოტირებადი საფრენი აპარატების გამიზვნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პილოტირებადი საფრენი აპარატების გამიზვნა - შეიძლება ხელსაწყოებით (ავტომატური) და თვალზომით. ხორციელდება მართვის პუნქტებიდან, სადაზვერვო და მიზანჩვენების თვითმფრინავებიდან (ვერტმფრენებიდან) საბორტო რადიოლოკაციური სადგურებით მის გადაჭერამდე ან ეკიპაჟის მიერ მიზნის ვიზუალურ აღმოჩენამდე. გამანადგურებლების გამიზვნა უშუალოდ საჰაერო მიზანზე ხორციელდება. სახმელეთო (წყალზედა, წყალქვეშა) მიზნებზე გამიზვნა შეიძლება მიზნის რაიონში დამხმარე ორიენტირის მეშვეობით განხორციელდეს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები