პილსუდსკი იუზეფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუზეფ პილსუდსკი

იუზეფ პილსუდსკი – (1867-1935), პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე. ნაციონალისტური ორგანიზაციის – პოლონეთის სოციალური პარტიის (პპს) რევოლუციური ფრაქციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1996). იმედოვნებდა პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენას რუსეთზე გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის გამარჯვების შემდეგ.

I მსოფლიო ომის (1914-18) დროს ხელმძღვანელობდა ავსტრია-უნგრეთის მხარდამხარ მებრძოლ პოლონურ ლეგიონს. 1916 დაინიშნა სამხედრო დეპარტამენტის უფროსად პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობაში, რომელიც გერმანელთა ხელშეწყობით ჩამოყალიბდა. გერმანიის საოკუპაციო ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო 1917 დააპატიმრეს. 1918 წლის ნოემბერში გერმანიაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ გაათავისუფლეს. ვარშავაში დაბრუნების შემდეგ სათავეში ჩაუდგა პოლონეთის სახელმწიფოს. ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა პოლონეთის თავდასხმას საბჭოთა რუსეთზე (1920). 1926 მოახდინა სამხედრო გადატრიალება და დაამყარა ე.წ. „სანაციური რეჟიმი“ (ღონისძიებათა სისტემა მსხვილი მიწათმფლობელებისა და პოლონური თუ უცხოური მონოპოლისტური კაპიტალის ინტერესების სასარგებლოდ). ეს რეჟიმი განმტკიცდა პოლონეთის 1935 კონსტიტუციით. იუზეფ პილსუდსკის მმართველობის პერიოდში გაუარესდა ურთიერთობა პოლონეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. 1934 იუზეფ პილსუდსკიმ ხელი მოაწერა პოლონეთ-გერმანიას შორის შეთანხმებას. გარდაცვალებამდე სათავეში ედგა პოლონეთის სახელმწიფოს.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები