პინტერი ჰაროლდ
ჰაროლდ პინტერი – (ინგლ. Harold Pinter, 1930– 2008), ინგლისელი მწერალი, რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი, მსახიობი. 2005 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოებისას ასე დაახასიათეს მისი ღვაწლი: „მან თეატრს დაუბრუნა მისი ძირითადი ელემენტები დახურული სივრცე, მოულოდნელი დიალოგები, ადგილი სადაც ხალხი ერთმანეთის ანაბარაა დარჩენილი და თვალთმაქცობა შეუძლებელია“.
მხატვრული აზროვნების თვალსაზრისით, იგი ახლოს დგას „აბსურდის თეატრთან“. მის პიესებში უგულებელყოფილია სიუჟეტური პერიპეტიები, პერსონაჟებს არ გააჩნიათ ისტორიული და სოციალური ნიშნები, სამეტყველო ენა არ ასახავს პერსონაჟის კონკრეტულ მიზნებს, არ არსებობს მიჯნა ტრაგიკულსა და კომიკურს შორის. ამავე დროს, მისი გმირები, „აბსურდის დრამის“ გმირებისგან განსხვავებით, მოქმედებენ საკმაოდ მიზანმიმართულად, მოვლენების მიმართ აქვთ კონკრეტული, ცხოვრებისეული რეაქციები: სტილის ასეთმა ინდივიდუალურობამ წარმოშვა ცნება „პინტერიზმი”.
პიესები:
- „ოთახი“
- „დაბადების დღე“,
- „ღამის სკოლა“,
- „კოლექცია“
- „საყვარელი“,
- „სახლში დაბრუნება“,
- „სარდაფი“,
- „პეიზაჟი“,
- „სიჩუმე“,
- „მონოლოგი“ „
- ლიფტი”,
- „დარაჯი”,
- „წარსული დროება“,
- „უპატრონო მიწა“,
- „ღალატი“,
- „სათ- ბური“,
- „მუნჯი ოფიციანტი“,
- „მსუბუქი ტკივილი“,
- „ოჯახის ხმა“,
- „სხვა ადგილი“,
- „სადგური ვიქტორია“
- „დღესასწაულისას“,
- „მთვარის შუქი“,
- „წარსულის გახსენება“ (და სხვ.).