პირადი მომსახურება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პირადი მომსახურება - (personal service), მომსახურების ის სახეები, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ადამიანზე. ამ ჯგუფში პირობითად შედის მომსახურების სფეროს შემდეგი დარგები: განათლება, ხელოვნება, კულტურა, ჯანმრთელობის დაცვა, საყოფაცხოვრებო მომსახურება, სოციალური უზრუნველყოფა, ფიზკულტურა და სპორტი, რეკრეაციული მომსახურება, შინამოსამსახურეთა მომსახურება.