პირადოვი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე ანდრიას ძე პირადოვი − (29.11.1855- 19.10.1918), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (01.01.1913).

დაიბადა ტფილისის გუბერნიის აზნაურის ოჯახში. სამხედრო განათლება მიიღო მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ შევიდა ალექსანდრეს სახელის მე-3 სამხედრო სასწავლებელში.

მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომებში.

1872 წლიდან მსახურობდა დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის სახელის კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, ბატარეის მეთაურად.

1904-1910 წლებში მეთაურობდა 34-ე საარტილერიო ბრიგადის მე-3 დივიზიონს.

1910-1911 წლებში მეთაურობდა მორტირთა მე-7 საარტილერიო დივიზიონს.

1911-1913 წლებში მეთაურობდა 44-სა არტილერიო ბრიგადას.

დაიღუპა ქ. პიატიგორსკში, 1918 წლის 18-19 ოქტომბერს, „წითელი ტერორის“ დროს.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის III (მახვილებით და ბაფთით), II ხარ.(მახვილებით-1878) და I ხარ.(1912),
წმ. ანას III (მახვილებით და ბაფთით-1877) და II ხარ. (1889),
წმ. ვლადიმერის IV (მახვილებით და ბაფთით -1879) და III ხარ.(1908).

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები