პირისქარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირისქარიხეივს. ხუცობის ნაწილი, შესავალი, კურთხევის დაწყებამდე სათქმელი, რომელშიც გადმოცემულია მორიგე ღმერთისა და ღვთიშვილთა დიდება. პირისქარი უფრო მეტად ატარებს ხალხურ-იმპროვიზაციულ ნიშნებს და შეიცავს წარმართულ სარწმუნოების ელემენტებს, ვიდრე ხუცობის მეორე ნაწილი – კიურთხევა. პირისქარი კურთხევასთან შედარებით უფრო ნელი ტემპითა და განსხვავებული ინტონაციით სრულდება.

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. სიტყვ. ისტორია, 1956, გვ. 260.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები