პიროვნების აშლილობა დამოკიდებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნების აშლილობა დამოკიდებული - (F60), (personality disorder, dependent), დიდი თუ მცირე ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისას სხვა ადამიანებზე პასიური დაყრდნობა, მარტოობის გამოხატული შიში, უძლურების განცდა და დამოუკიდებელი მოქმედების უუნარობა, სხვისი სურვილებისადმი (კერძოდ, უფროსების) დამორჩილება, ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნებზე სუსტი რეაგირება ენერგიის უკმარისობა შეიძლება გამოვლინდეს ინტელექტუალურ და ემოციურ სფეროებში; ხშირად აღინიშნება პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის ტენდენცია. მოიცავს ასთენიურ, არაადეკვატურ, პასიურ და „დამარცხებულ“ პიროვნებებს (პიროვნების აშლილობა), რომლებიც სხვა კლასიფიკაციებშიც ფიგურირებენ. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ამ აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში გამოყენებული ნიშნები DSM-IV-სა და ICD-10-ში ოდნავ განსხვავებულია. ამ აშლილობის მქონე ადამიანები ნებას რთავენ სხვებს მათ ნაცვლად აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. მათ სუსტი ნება აქვთ და ზედმეტად დამყოლნი არიან. ისინი პირდაპირ მოთხოვნებს არ უყენებენ სხვა ადამიანებს, მაგრამ ამას არაპირდაპირი გზით აკეთებენ, რადგან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ არ შეუძლიათ მოუარონ საკუთარ თავს. მათ აკლიათ ენერგია და ძალა და გრძნობენ, რომ არ შეუძლიათ მოუარონ საკუთარ თავს; ამავდროულად ეშინიათ, რომ ამის გაკეთება მოუწევთ. მათ აკლიათ საკუთარი ძალების რწმენა, ერიდებიან პასუხისმგებლობას და სჭირდებათ აქტიური დახმარება გადაწყვეტილების მიღებისას; ხშირად ეკითხებიან სხვას რჩევას და ელიან სხვისგან დასტურის მიღებას.

თუ ასეთი აშლილობის მქონე ადამიანები დაქორწინებულნი არიან, მათი პიროვნული თვისებებით გამოწვეული ეფექტები შეიძლება გაწონასწორდეს უფრო ენერგიული და გადაწყვეტილების უნარის მქონე მეუღლის მიერ, რომელსაც სურს გადაწყვეტილებების მიღება და აქტიური პიროვნებაა. ასეთი ადამიანების სირთულეები მაშინ გადაიქცევა სამედიცინო პრობლემად, როდესაც მეუღლე მათ გვერდით აღარ იმყოფება. საკუთარი თავის ამარა დარჩენილი, ზოგი მათგანი წარუმატებელი ხდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კარგავს სამუშაოს და, ზოგჯერ, სახლ-კარსაც კი. წარსულში ასეთი ტიპის ადამიანს ასთენიურ, არათვითკმარს და პასიურს უწოდებდნენ. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)


სხვაზე დამოკიდებულების პიროვნული აშლილობის ნიშნები
ნებას რთავს სხვებს აიღონ პასუხისმგებლობა
ზედმეტად დამყოლია
არ სურს გონივრული მოთხოვნები წაუყენოს სხვა ადამიანებს*
გრძნობს, რომ არ შეუძლია მოუაროს საკუთარ თავს
ეშინია, რომ მარტო დარჩება და თავად მოუწევს საკუთარ თავზე ზრუნვა
სჭირდება აქტიური დახმარება გადაწყვეტილების მიღების დროს
შენიშვნა: DSM-IV შეიცავს სამ დამატებით კრიტერიუმს:
უჭირს პროექტების დაწყება
ძალიან ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას
მოუთმენლად ეძებს მხრდამჭერ ურთიერთობებს
*არ წარმოადგენს DSM-IV-ის კრიტერიუმს

ასეთ პაციენტებთან სჯობს გამოვიყენოთ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული კონსულტირება, რომელიც ხელს უწყობს საკუთარ თავზე უფრო მეტი პასუხიმგებლობის აღებას. უნდა ვერიდოთ მედიკამენტების გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღინიშნება ასოცირებული დეპრესიული აშლილობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები