პიროვნების აშლილობა ნარცისული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნების აშლილობა, ნარცისული - (personality disorder, narcissistic), დამახასიათებელია საკუთარი თავის მნიშვნელობის გადაჭარბებული გრძნობა. ყურადღებისა და აღფრთოვანების გამოხატული მოთხოვნილება, საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობის გამოხატვის უფლების შეგრძნება, შური, ემპათიის ნაკლებობა და სხვების ექსპლოატაცია, რომელიც მათი გრძნობებისა და უფლებების იგნორირებას ერწყმის. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ეს პიროვნული აშლილობა მოცემულია DSM IV-ში და არა ICD-10-ში, სადაც ის წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი აშლილობა, რომელიც შეტანილია ნარჩენ კატეგორიაში “სხვა სპეციფიკური პიროვნული აშლილობები”. DSM IV-ის კრიტერიუმების პერიფრაზი დაჯამებულია ცხრილში.

ნარცისული პიროვნული აშლილობის ნიშნები
საკუთარი გრანდიოზულობისა და მნიშვნელოვნების განცდა
ფანტაზიები საკუთარი განუზომელი წარმატებისა და ძალაუფლების შესახებ და სხვა
განსაკუთრებულობის შეგრძნება
მოითხოვს განსაკუთრებულ აღფრთოვანებას
თვლის, რომ იმსახურებს განსაკუთრებულ პრივილეგიებს და რომ სხვები მას სურვილებს უნდა უსრულებდნენ
ექსპლუატაციას უწევს სხვებს
აკლია ემპათია
შურიანია; სჯერა, რომ სხვებს შურთ მისი
ქედმაღალია

ამ ტიპის ადამიანებს აღმატებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე; ისინი მკვეხარა და პრეტენზიულები არიან. ისინი მუდმივად დაკავებულნი არიან ფანტაზიით საკუთარი განუზომელი წარმატების, ძალაუფლებისა და ინტელექტუალური ბრწყინვალების შესახებ. ისინი თვლიან, რომ განსაკუთრებულნი არიან, რის გამოც სხვებისგან ელიან თაყვანისცემას და განსაკუთრებულ პრივილეგიებს. ისინი თვლიან, რომ საუკეთესოს ღირსნი არიან და ცდილობენ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებთან დაკავშირებას. ისინი ექსპლუატაციას უწევენ ადამიანებს და ნაკლებად აინტერესებთ მათი განცდები. მათ შურთ სხვების ქონებისა და მიღწევების და ფიქრობენ, რომ სხვებსაც შურთ მათი. ისინი ქედმაღალნი არიან და სხვებს ზევიდან ქვევით უყურებენ.(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები