პიროვნული ცვლილებები მყარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნული ცვლილებები მყარი (გახანგრძლივებული) - (F62), (personality changes, enduring) ანამნეზში პიროვნული აშლილობის არარსებობისას, აღინიშნება მოზრდილთა პიროვნული და ქცევითი აშლილობები, რომლებიც განვითარდა კატასტროფული მოვლენის, ან მძიმე ხანგრძლივი სტრესის, ან მძიმე ფსიქიკური დაავადების შემდეგ. გამოხატულია აღქმის, აზროვნებისა და კავშირ-ურთიეროობების სტერეოტიპების გამოკვეთილი და ხანგრძლივი ცვლილება, რაც გამოვლინდება როგორც გარემოსთან, ასევე საკუთარ თავთან მიმართებაში.

პიროვნების ცვლილება ასოცირდება მოუქნელ და ცუდად ადაპტირებად ქცევასთან, რომელიც, ერთი მხრივ, არ შეინიშნებოდა პათოგენური გამოცდილების მიღებამდე და, მეორე მხრივ, არ წარმოადგენს არც სხვა ფსიქიკური დაავადების და არც ნებისმიერი წინმსწრები ფსიქიკური აშლილობის რეზიდუალურ სიმპტომს. ამ კატეგორიას მიეკუთვნება პიროვნული ცვლილების სინდრომი, დაკავშირებული ქრონიკულ ტკივილთან.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები