პიროპლაზმიდოზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროპლაზმიდოზები – (piroplasmidoses; ბერძნ. pirum მსხალი + plasma გამოძერწილი, ფიგურა, osesდაავადებები), ცხოველთა დაავადებები. აღმძვრელები – უპიგმენტო, ენდოგლობულარული უმარტივესები, მიეკუთვნებიან Babesiidae-სა და Theileriidae-ს ოჯახებს, Piroplasmida-ს რაზმს.

კლინიკური ნიშნები: დაავადების საწყის სტადიაზე სხეულის ტემპერატურა 41-42O-მდე მატულობს და ამ დონეზე რჩება ავადმყოფობის მთელი პერიოდის განმავლობაში. პულსი აჩქარებულია (100-120 წუთში), სუნთქვა – გახშირებული. თვალის ლორწოვანი გარსები ჯერ ჰიპერემიულია, შემდეგ – გაყვითლებული. ნაწლავის პერისტალტიკა თანდათან სუსტდება, შარდი წითელი ფერისაა და მცირე პორციებით გამოიყოფა. პირუტყვი საკვებს და წყალს აღარ იღებს და უმეტესად წევს. ხშირად ვლინდება კანკალი. აღნიშნული კლინიკური ნიშნების ფონზე პირუტყვი 5-7 დღის შემდეგ კვდება.

Piroplasmida-ს რაზმს ასევე მიეკუთვნებიან Dactylostomatidae-ს ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც, უმთავრესად, თევზებისა და ამფიბიების დაავადებათა აღმძვრელები არიან.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები