პირქუში (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირქუში - მჭედლობის ოსტატი და გამგებელი ღვთისშვილი. მისი სალოცავები დაწესებულია ფშავსა (სოფ. ახადი) და ხევსურეთში (სოფ. ბაცალიგო). კოპალას დახმარებით გათავისუფლდა დევთა ტყვეობიდან, შემდეგში კი ებრძოდა მათ. მეტოქეობას უწევდა კოპალასა და იახსარს. მიჩნეულია სასტიკ ხატად.

დ. გოგოჭური



ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, კახეთის 1961 წლის ფოლკლორული ექსპედიცია, ქართული ფოლკლორი, ტ. I-II, 1964, გვ. 241;
  • თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1467, გვ. 147, 186;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები