პისტონი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პისტონი – (ფრანფ. piston)
- ტუმბოიანი ვენტილის მექანიზმის მქონე ლითონის ჩასაბერი საკრავების დეტალი, ტუმბოიანი კლავიში (მრგვალი ღილაკი გარე ბოლოზე), რომელსაც შემსრულებელი თითს აჭერს დაკვრის დროს.
- ე.ფ. პერინეს სისტემის ვენტილის სახელწოდება (გამოგონებულია 1839 წ. პარიზში), რომელიც მიღებულია საკრავთმცოდნეობაში და სპეციალურ ლიტერატურაში.
- „კორნეტ-ა-ოპისტონის“ შემოკლებული სახელწოდება.