პიუი (ლიტერატურულ-თეატრალური ასოციაციები)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიუი – (ფრანგ.puy), საფრანგეთში – ლიტერატურულ-თეატრალური ასოციაციები, რომლებიც შუა საუკუნეებში ეკლესიებთან იქმნებოდა. პიუიში სამღვდელოებისა და მრევლის წარმომადგენლები კითხულობდნენ საეკლესიო წიგნებს, მღეროდნენ საგალობლებს, თხზავდნენ სასულიერო ლექსებს და ასრულებდნენ რელიგიურ პიესებს.

პირველი ცნობილი პიუიები ჩამოყალიბდა XI საუკუნეში საფრანგეთის ქალაქებში კანში, რუანსა და ბოვში. ქალაქების ზრდის, კულტურის დემოკრატიზაციის კვალობაზე პიუიების საქმიანობამ თანდათან საერო ხასიათი. მიიღო, რელიგიური რეპერტუარი საერომ გამოაძევა. ხელოსანთა ამქრული გაერთიანებების შექმნასთან დაკავშირებით პიუიებმა საერთოდ გაწყვიტეს კავშირი ეკლესიასთან. ამის შემდეგ ისინი ყალიბდებოდნენ ქალაქების ხელოსანთა კორპორაციებთან და წარმოადგენდნენ ისეთ უჯრედებს, რომელთაგან შემდგომ ვითარ დებოდა მოქალაქეთა თვითმოქმედი თეატრალური კავშირები.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები