პლაზმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლაზმა – (ბერძ. plasma გამონაძერწი), ელექტრულად ნეიტრალური ნივთიერება, რომელიც შედგება დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებისაგან – თავისუფალი ელექტრონებისა და აირადი იონებისგან. დამუხტული ნაწილაკების არსებობა განაპირობებს იმას, რომ პლაზმა ელექტროდენის გამტარია, რის გამოც ის ძლიერად რეაგირებს მასზე მოდებულ ელექტრომაგნიტურ ველზე.

პლაზმის თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება მყარი სხეულების, სითხეებისა და აირების თვისებებისგან, რის გამოც პლაზმა ნივთიერების განსხვავებულ მდგომარეობად განიხილება. იონიზაციის შედეგად პლაზმა ელექტრონეიტრალურია (კვაზინეიტრალურია), რამდენადაც თანაბარი იონების დადებითი და უარყოფითი მუხტები ანეიტრალებს ერთმანეთს. პლაზმური მდგომარეობა წარმოიქმნება ელექტრულ რკალში, მექანიკურ და ელექტრომაგნიტურ დარტყმით მილაკებში, მაღალსიხშირულ აირად განმუხტველებში, ბირთვულ რეაქტორებსა და მისთ. პლაზმურ-ქიმიური პროცესის შესაძლებლობა და მიმართულება უსაზღვროა – შეიძლება განხორციელდეს ისეთი რეაქციები, რომელიც სხვა პირობებში შეუძლებელია.

პლაზმურ მდგომარეობაშია სამყაროს უდიდესი ნაწილი: ვარსკვლავები, გალაქტიკური ნისლეული და ვარსკვლავთშორისი არე. დედამიწის ახლოს არსებობს მზიური ქარისა და იონოსფეროს პლაზმა. პლაზმის გამოყენების დიდი შესაძლებლობები დაკავშირებულია მართვად თერმობირთვულ რეაქციებთან და თბური ენერგიის პირდაპირ ელექტროენერგიად გარდაქმნასთან.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები