პლანორბისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პლანორბისი – (Planorbis; ლათ. planus ბრტყელი + orbis რგოლი), კოჭელა, მტკნარი წყლის მოლუსკების გვარი; მიეკუთვნება Pulmonata-ს ქვეკლასს, Gastropoda-ს კლასს. პლანორბისების ნიჟარა დახვეულია ერთ სიბრტყეში. ისინი მრავალი ჰელმინთოზის აღმძვრელის შუალედური მასპინძლებია.
Planorbis planorbis (მოვარაყებული კოჭელა) – ფართოდ გავრცელებული სახეობაა, რომელიც არის Paramphistomata-ს ქვერაზმის ტრემატოდების შუალედური მასპინძელი.