პლატო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლატო, ზემო მლეთა

პლატო (ფრანგ. plateau < plat ბრტყელი, სწორი) – დედამიწის ზედაპირის ამაღლებული ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრტყელი ან ტალღისებრი სუსტად დანაწევრებული რელიეფი. წარმოადგენს ამაღლებულ ვაკეს, რომელიც თავის მხრივ, მთიანეთის შემადგენლობაში შედის. აქვს კარგად გამოხატული ფერდობები. საშუალოდ ამა თუ იმ პლატოს სიმაღლე იცვლება 400 მ-დან 600-მდე. ის რელიეფის ფართოდ გავრცელებული ფორმაა. ლავური მოქმედების შედეგად იქმნება ლავური პლატო (მაგ., ახალქალაქის პლატო). პლატოს რელიეფი განირჩევა ქვაბულების, სერების, ბორცვებისა და კანიონისებრი ხეობების ერთობლიობით. გვხვდება რელიეფის კარსტული ფორმებიც. არსებობს დენუდაციური, წყალქვეშა და სხვა ტიპის პლატოები. პლატო ფართოდ გავრცელებული რელიეფის ფორმაა ყველა კონტინენტზე. საქართველოში აღსანიშნავია ახალქალაქის, გომარეთისა და დმანისის პლატოები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები