პნევმატიკური პანელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პნევმატიკური პანელი – კონსტრუქცია, რომელიც შედგება ორი კალთისგან, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია გრძივი ან წერტილოვანი ელემენტებით. პნევმატიკური პანელის ზედაპირი შეიძლება იყოს ბრტყელი ან მრუდი ერთი ან ორი მიმართულებით. გამოიყენება, როგორც კონსტრუქციული ელემენტი თაღების, მსუბუქი თვითმზიდი კედლების, გარსების, მცირე ზომის გადახურვებისა და მისთ. მოსაწყობად. პნევმატიკური პანელში ჰაერის ჭარბი წნევა იქმნება კომპრესორის დახმარებით და შენარჩუნდება ექსლპუატაციის მთელ პერიოდში; შესაბამისად, პნევმატიკურ პანელს წაეყენებათ მაღალი მოთხოვნები ჰერმეტულობის თვალსაზრისით.