პნევმოკარკასული კონსტრუქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პნევმოკარკასული კონსტრუქცია − კონსტრუქცია, რომელიც შედგება ცალკეული სწორხაზოვანი ან მრუდი ფორმის ჰერმეტულად ჩაკეტილი წრიული განივკვეთის ბალონებისაგან (პნევმოღეროებისაგან). ბალონის დიამეტრი შეიძლება იყოს 0,2-0,5 მ. მისი გარსი მზადდება 2 ან 3 ფენა მაღალი სიმტკიცის ჰაერგაუმტარი ქსოვილისაგან, რომელსაც დამატებული აქვს რეზინის კამერა გარსის ჰაერგაუმტარობის ასამაღლებლად. ბალონის შიგნით ჰაერის წნევაა 0,5 მპა. კარკასის გრძივი და განივი სიხისტე და მდგრადობა უზრუნველყოფილია კარკასის ბოლოებში ჩამაგრებული სპეციალური საჭიმრებით. პნევმოკარკასული კონსტრუქცია მზიდუნარიანობა ჰაერზე დაყრდნობილთან შედარებით დაბალია, ამიტომ მას მცირე მალებში (6-15 მ) იყენებენ.