პობედიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საჭრელი დისკო პობედიტის კბილებით

პობედიტი – (რუს. победит), რუსული წარმოების სპეციალური ინსტრუმენტალური ლითონკერამიკული შენადნობი, რომელიც შედგება ვოლფრამის კარბიდის (≈90%), კობალტის (≈10%) და მცირე რაოდენობის ნახშირბადისგან. გამოირჩევა მაღალი სისალით (როკველის სკალით 80-90, მოოსის სკალით 0,5-მდე). დარბილების დასაწყისის ტემპერატურა – 1200°C, დნობის ტემპერატურა – 3150°C. გამოიყენება: ლითონდამმუშავებელ მრეწველობაში მჭრელი იარაღების, საადიდვო თვალაკის, სამთო სამუშაოების ინსტრუმენტების დასამზადებლად. პობედიტით ამუშავებენ გადფილდის მარგანეციან ფოლადს, თეთრ თუჯს, მინას, ფაიფურს და ა.შ. პობედიტისგან ამზადებენ ფხვნილების მეტალურგიის მეთოდით დაწნეხილი ფირფიტების სახით, რომელიც შემდეგ შეცხვება შემკვრელი მეტალის დნობის ოდნავ ნაკლებ ტემპერატურაზე, რაც იძლევა ზემაღალი სიმკვრივისა და სიმაგრის მასალას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები