პოზიციები (ქორეოგრაფია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოზიციები – ფეხების დაახლოებისა და დაშორების საზომი გადაბიჯების, ცეკვისა და თავის დაკვრის დროს. 5 ძირითადი პოზიციის შესრულება შეიძლება 14 სხვადასხვა სახით. მდგომარეობათა კომბინირების შესაძლებლობანი დაუსრულებელია და ჯერ კიდევ არ არის ამოწურული როგორც პედაგოგიურ, ასევე ბალეტმაისტერთა პრაქტიკაში. პოზიციები ის ძირითადი მასალაა, რომლითაც იქმნება ცეკვა. ისევე, როგორც მუსიკა შედგება ბგერებისაგან და წარმოუდგენელია მათ გარეშე, ასევე ცეკვა წარმოუდგენელია პოზიციების გარეშე.