პოზიციური თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოზიციური თავდაცვა

1. თავდაცვის ერთ-ერთი სახეობა, რომლის მთავარი მიზანია ჯარების მიერ მომზადებული ადგილმდებარეობის ზღუდეების (რაიონების) მტკიცე და ხანგრძლივი შენარჩუნება.

პოზიციური თავდაცვაის დამახასიათებელ თავისებურებებს განეკუთვნება:

  • ფართო ფრონტზე დიდ სიღრმეზე განვითარებული და საინჟინრო თვალსაზრისით კარგად მოწყობილი თავდაცვითი ზღუდეების (ზოლების, პოზიციების) სისტემა;
  • წრიული თავდაცვის ოსტატური აგება, უმთავრესად, მოწინააღმდეგის ტანკების და სხვა დაჯავშნული მანქანების დიდი მასის მოსაგერიებლად;
  • ყველა სახეობის ცეცხლის სისტემის შექმნა და საინჟინრო ღობურებთან შეხამებით ეფექტური გამოყენება;
  • ძალების და საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილის თავმოყრა თავდაცვაში მყოფი ჯარების პირველი ეშელონების შემადგენლობაში, ძალების და საშუალებების დროული მანევრი იმ უბნებიდან, სადაც იერიში ჯერ არ განხორციელებულა.

აშკარად გამოხატულ პოზიციურ ხასიათს ატარებდა თავდაცვა პირველ მსოფლიო ომში. ასევე დიდი ყურადღება ეთმობოდა II მსოფლიო ომში.


2. თავდაცვის ხერხი, რომელიც გათვალისწინებულია ნატოს და დასავლეთის ზოგი სახელმწიფოს არმიის წესდებით. გულისხმობს დაკავებული ზღუდის ან ადგილმდებარეობის რაიონის შეუპოვარ შენარჩუნებას, მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიებას და მისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენებას. მაგალითად, აშშ-ის არმიაში, მოქმედი დოკუმენტების თანახმად, პოზიციური თავდაცვას ეწოდება „რაიონის თავდაცვა“ და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს უმთავრესად ტაქტიკური (ოპერატიულ-ტაქტიკური) მიზნებისთვის სხვადასხვა ძალების მიერ, ქვედანაყოფებიდან შენაერთებამდე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები