პოზოევი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი აეტიკას ძე პოზოევი − (20.10.1858 – 1918), სომეხი გენერალ-მაიორი (08.05.1915). გენერლებ ლ. და რ. პოზოევების ძმა.

დაიბადა ქ. ახალციხეში. დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზია 1876 წელს, ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი 1878 წელს და არტილერიის ოფიცერთა სკოლა.

მსახურობდა მე-3 სარეზერვო საარტილერიო ბრიგადაში.

მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსე-თურქეთის და 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომებში.

1901-1910 წლებში მეთაურობდა გრენადერთა მე-3 საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონის ბატარეას.


1910 წლის 1 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1910-1916 წლებში მეთაურობდა გრენადერთა მე-3 სარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონს.

1916-1917 წლებში მეთაურობ და 46-ე საარტილერიო ბრიგადას.

1918 წლიდან ძმასთან ერთად მსახურობდა წითელ არმიაში.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარ. (1917 წლის 27 იანვარი), და რუსეთის ორდენებით
წმ. სტანისლავის II ხარ.(1896),
წმ. ანას II ხარ.(1901),
წმ. ვლადიმერის III (1912) და III ხარ.(მახვილებით-1914) .

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები