პოლემონ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლემონ II (Polemon, პონტოს მეფე, ზენონიდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, ანტონია ტრიფაინას შვილი, პოლემონ I-ის შვილიშვილი.

ქვეყანას განაგებდა 38-64, ჯერ დედასთან ერთად, შემდგომ კი – ერთპიროვნულად, კოლხეთიც მას ეკუთვნოდა. 64 ნერონმა მთელი მისი სამეფო პროვინციად აქცია, პოლემონ II-ის დროს დასრულდა ე.წ. „მთიელთა ჩამოსახლების“ პროცესი საქართველოში, I საუკუნის 50-იანი წლები კოლხეთის ეკონომიკის აღმავლობით აღინიშნა. საქართველოში ნაპოვნია პოლემონის დრაქმები– ზურგის მხარეზე რომის მოქალაქე და კლიენტი იულიუს ანტონიუს პოლემონი იმპერატორის გამოსახულებას ათავსებს.


ლიტერატურა

  • დუნდუა თ. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993;
  • მისივე, საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1995.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები