პოლიბუტილენტერეფთალატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლიბუტილენტერეფთალატი – კრისტალიზირებადი თერმოპლასტიკური პოლიმერი, რომელიც მიეკუთვნება რთულ გაჯერებულ პოლიეთერებს. ფართოდ არის გავრცელებული როგორც კონსტრუქციული პლასტიკი.
ჩამოსხმით მიღებული პოლიბუტილენტერეფთალატი და კომპოზიტური მასალები მის საფუძველზე ცვლის ისეთ მეტალებს, როგორიცაა თუთია, ბრინჯაო და ალუმინი. გამოიყენება მშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში, ელექტრო- და საყოფაცხოვრებო ტექნიკაში, ზუსტ მექანიკაში, აგრეთვე ფართო მოხმარების საქონლის წარმოებაში.