პოლიეთილენტერაფთალატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლიეთილენტერაფთალატი – მსუბუქი, მტკიცე და ხისტი პლასტმასი. სიმკვრივე 1360 კგ/მ3. გამოირჩევა თბომედეგობით –40-დან +200°C ტემპერატურის დიაპაზონში. მდგრადია განზავებული მჟავების, ზეთების, სპირტების, მინერალური მარილებისა და უმეტესი ორგანული ნაერთების მიმართ (ძლიერი ტუტეებისა და ზოგი გამხსნელების გარდა). იწვის ძლიერი კვამლის გამოყოფით. ცეცხლიდან მოცილების შემდეგ ახასიათებს თვითჩაქრობა. მიიღება ნადნობის გამოწელვითა და თერმოდამუშავებით. მისი ტექნიკური მაჩვენებლები არ იცვლება 20-80°C ტემპერატურის დიაპაზონში. –50°C ტემპერატურამდე არ ახასიათებს სიმყიფე. ექსპლუ-ატაცია შესაძლებელია ხანგრძლივად 170°C ტემპერატურამდე. უმეტესად გამოიყენება პოლიმერული კომპოზიტური მასალების დასამზადებლად.