პოლიეკრანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიეკრანი – კინოსანახაობის ერთდროულად ჩვენება ერთიმეორესთან ახლოს განლაგებულ რამდენიმე (3 და მეტ) ეკრანზე. სხვადასხვა ეკრანზე ნაჩვენები კადრები ასახავენ ერთი, და იმავე პანორამის ცალკეულ ნაწილებს ან ერთდროულად მიმდინარე მოვლენებს. მაყურებლის ყურადღება მიპყრობილია ხან ერთ ეკრანზე, ხან მეორეზე. დანარჩენი ეკრანები კი მაყურებლის მხედველობის არეში რჩება როგორც თავისებური ფონი. პოლიეკრანული ფილმის გამოსახულებანი გაერთიანებულია ერთი საერთო თემატიკით და ფილმის კომპოზიციით. პოლიეკრანული ფილმები, როგორც წესი, სტერეოფონიულია.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები