პოლივანოვი ევგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევგენი პოლივანოვი – (დ. 28 თებერვალი (12 მარტი). 1891, სმოლენსკი, – 25 იანვარი 1938), რუსი ენათმეცნიერი, პეტროგრადისა და შუა აზიის (ტაშკენტის) უნივერსიტეტების პროფესორი (1919).

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიური, ფაკულტეტი (1912). პარალელურად სწავლობდა აღმოსავლურ პრაქტიკულ აკადემიაში (იაპონური ენის განხრით). სხვადასხვა დროს მუშაობდა პეტერბურგსა და მოსკოვში, ტაშკენტსა და სამარყანდში, ფრუნზეში, სადაც, გარდა ინტენსიური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას: მონაწილეობდა ნაციონალურ (უზბეკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის) სამეცნიერო კომისიათა საქმიანობაში. კითხულობდა თურქულ, ალათაურ, ჩინურ-ტიბეტურ და სხვ. აღმოსავლურ ენათა შედარებითი გრამატიკების კურსებს. 1937 იგი დააპატიმრეს.

პოლივანოვი მუშაობდა ისტორიის-შედარებითი, ტიპოლოგიური და ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემებზე (სამწუხაროდ, მისი შრომების, განსაკუთრებით – გამოუცემელი გამოკვლევების დიდი ნაწილი დაკარგულია). პოლივანოვის ინტერესების სფერო მოიცავდა მრავალ ენას, მათ შორის – ქართულსაც. ქართული ენის ფონეტიკას ეხება მისი სტატია „ქართულ თანხმოვანთა მოკლე კლასიფიკაცია“ («Бюллетень Средне-Азииского государственного университета”- Ташкент № 8. 1925). ეს ნაშრომი მოხსენიებული არ არის პოლივანოვის შრომების სიაში, რომელიც გამოიცა მისი რეაბილიტაციის შემდე

ამ წერილის მიხედვით, ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან:
1. ხშულთა სამეულებს – ცალკეული სამეულის ფარგლებში თანხმოვნები დაპირისპირებულია ყელის მუშაობით;
2. წყვილეულებს – ესენი სპირანტებია (აქ შემოდის ნ. მარის „სიბილანტებიც“, რომელთაც ნ. მარი განასხვავებდა „სპირანტებისაგან“) და ერთიმეორეს უპირისპირდებიან აგრეთვე ყელის მუშაობით;
3. ცალეულებს – ცხვირისმიერი , , სონორი , , Uuuu.JPG, ჲ და სპირანტი ჰ.

სამეულებში წარმოდგენილი , ტ, წ, ჭ, , ყ ორმაგი ხშულებია – ახასიათებთ პირისა და ყელისმიერი ხშვა; ყელის ხშვის სკდომა შეიძლება უსწრებდეს პირში სკდომას; პირის ხშვის სკდომა ხდება იმ ჰაერით, რომელიც ყელიდან მოდის ყელისმიერი სკდომის შემდეგ – ამიტომ ისინი ჰამზირებული თანხმოვნებია; სამეულებში მჟღერებია , , ძ, ჯ, , ხოლო ფშვინვიერები (უფრო ზუსტად, კვაზი ფშვინვიერები) – ფ, , ც. ჩ, ქ, ჴ . ქართულ თანხმოვანთა ფშვინვა გაცილებით სუსტია, ვიდრე გერმანული, ლათინური, ჩინური, მონღოლური, ჩრდილო-აღმოსავლურ იაპონური ფშვინვიერი თანხმოვნებისა. ამიტომ ქართული ფშვინვიერი თანხმოვნები დახასიათდება სიყრუითა და ყელხშვის არქონით. ქართული ხ, ღ უფრო უკან იწარმოება, ვიდრე რუსული X. … (მაგ., бога მოსკოვის ძველი თაობის წარმოთქმით).

ხ მომდინარეობს არქაული ჴ-გან, ღ – ღრმად უკანაენისმიერი, ხშული და მღერი *g-გან.

ღრმად უკანაენისმიერთა რიგიდან (ყ || ჴ) ხშულობა შემოინახა მხოლოდ ყ-მ (q), რაც იმით აიხსნება, რომ, „რაც მეტია წინააღმდეგობა, გამძლეობაც მეტია“ და პირიქით.

წერილში „ქართულ თანხმოვანთა მოკლე კლასიფიკაცია“ პოლივანოვი, ქართული თანხმოვნების კვაზი-ფშვინვიერობაზე მსჯელობისას, მიუთითებს, რომ მას მომზადებული ჰქონია ნაშრომი „Очерк Грузинский фонетика“.

თ. უთურგაიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები