პოლივინილაცეტატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლივინილაცეტატი – სინთეზური პოლიმერი, მაგარი, გამჭვირვალე, უფერო არატოქსიკური ნივთიერება. ახასიათებს ცივდენადობა. კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში. არ იხსნება ბენზინში, ნავთში, სკიპიდარში, მინერალურ ზეთებში, წყალში. გამოიყენება წებოს, გამჟღენთი ნივთიერების, ემულსიური საღებავის დასამზადებლად, აგრეთვე, ბეტონის დანამატად ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.