პოლიიმიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლიიმიდები – პოლიმერების კლასი, რომელიც ძირითად ჯაჭვში შეიცავს იმიდურ ციკლებს, როგორც წესი, კონდენსირებულს არომატული ან სხვა ციკლებით. პოლიიმიდური აფსკები მიიღება ნადნობის მყარ ზედაპირზე დასხმითა და შემდეგი ბუნებრივი გაცივებით. ტექნიკური პარამეტრების მიხედვით ეს აფსკები შესანიშნავად მუშაობენ დაბალ და მაღალ ტემპერატურებზე. გამოირჩევიან თბო-, ყინვა- და რადიაციული მდგრადობით (მაგ., ზოგიერთი მარკის პოლიიმიდური აფსკები ინარჩუნებენ მოქნილობას 269°C ტემპერატურამდე). შეკლება 200°C ტემპერატურაზე შეადგენს მხოლოდ 0,03%-ს.