პოლიმერიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლიმერიზაცია (< ბერძ. polymers მრავალგვარი) –
1. რეაქცია, რომლის საშუალებითაც მონომერიდან მიიღება პოლიმერი. მისი ყველაზე გავრცელებული სახეობებია: შემაერთებელი (ადიციური) პოლიმერიზაცია და პოლიკონდენსაცია. ეს რეაქციები წარმოადგენს სინთეზური პლასტმასების მიღების საფუძველს;
2. მაღალი მოლეკულური წონის მქონე ორგანულ ნაერთთა წარმოქმნა დაბალმოლეკულური ნაერთებისგან.