პოლიმერული თიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიმერული თიხა − პლასტიკური მასალა მცირე ზომის ნაკეთობების (სამშვენისი, სამკაული, თოჯინა, სათამაშოები, სკულპტურა და სხვ.) გამოსაძერწად, რომელიც მყარდება 100-130°C ტემპერატურაზე. აქვს სპეციფიკური სუნი. გარეგნულად ჩამოგავს პლასტილინს. მასალას პლასტიკურობას ანიჭებს პლასტიფიკატორი, რომელიც გამოწვის პროცესში ორთქლდება. მასალის ტემპერატურული დამუშავების პირობებში მიმდინარეობს პოლიმერიზაციის შეუქცევადი პროცესი, რომლის შედეგად წარმოიქმნება პოლივინილქლორიდი. დამზადებული ნაკეთობა იღებება აკრილის ან სხვა საღებავით. პოლიმერული თიხა ძირითადად გამოიყენება დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები