პოლიმერცემენტის ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიმერცემენტის ბეტონიბეტონი, დამზადებული ცემენტისა და პოლიმერული ნივთიერებისაგან (ცემენტის მასის 5-15%) შედგენილი შერეული შემკვრელით. პოლიმერად გამოიყენება წყალში ხსნადი ფენოლფორმალდეჰიდური ფისი ან პოლიმერების წყლის დისპერსიები (პოლივინილაცეტატი, სინთეზური კაუჩუკი, აკრილი და სხვ.). გამოიყენება სამრეწველო შენობების იატაკების მოსაწყობად, აეროდრომის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის დასაბეტონებლად, მოსაპირკეთებელ სამუშაოებში (მათ შორის კერამიკული, მინისა და ქვის ფილების კედელზე მისაწებებლად), წყლის და ნავთობპროდუქტების შესანახი რეზერვუარების მოსაწყობად და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები