პოლიმორფუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლიმორფუსი – (Polymorphus; ბერძნ. poly მრავალი + morphe ფორმა), აკანთოცეფალების გვარი; მიეკუთვნება Polymorphidae-ს ოჯახს. Polymorphus magna და P.minutus – სახეობები, პარაზიტობენ იხვებისა და გარეული წყალმცურავი ფრინველების ნაწლავებში. ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – კიბოსებრები, რეზერვუარული მასპინძელი – თევზები. ფრინველის პოლიმორფოზის აღმძვრელები.