პოლიტიკა სუეცის აღმოსავლეთით
პოლიტიკა სუეცის აღმოსავლეთით – (East of Suez Policy), დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეების პოლიტიკური კურსი XX საუკუნის 60-იან წლებში, რომლის მიზანიც იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების შენარჩუნება ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ვრცელ ზონაში („სუეცის აღმოსავლეთით“), ყოფილ კოლონიურ სამფლობელოებში.
ტერმინმა „პოლიტიკა სუეცის აღმოსავლეთით“ ფართო გავრცელება პოვა 60-იანი წლების შუა ხანებში, როცა ჯ. ვილსონის ლეიბორისტულმა მთავრობამ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მზადყოფნა, ეთამაშა, „მსოფლიოს სამხედრო სახელმწიფოს“ როლი და ამ მიზნით განელაგებინა ჯარები და ჰქონოდა სამხედრო ბაზები ევროპის ფარგლებს გარეთ, შეესრულებინა ვალდებულებები სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებთან და ორმხრივ სამხედრო შეთანხმებებთან დაკავშირებით, ამასთანავე აღმოეჩინა დახმარება პროდასავლური რეჟიმისათვის დემოკრატიული მოძრაობების ჩასახშობად.