პოლიტიკა ფსიქოაქტიურ/სამკურნალწამლო საშუალებათა მიმართ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიტიკა ფსიქოაქტიურ/სამკურნალწამლო საშუალებათა მიმართ [drug policy]

1. ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კონტექსტში – პოლიტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოთხოვნილებასა და მოწოდებაზე ზემოქმედებისათვის ადგილობრივ ან ნაციონალურ დონეზე, რომელიც მოიცავს განათლებას, მკურნალობას, კონტროლს და სხვა პროგრამებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს. ამ კუთხით „პოლიტიკა“ ფსიქოაქტიურ საშუალებათა მიმართ არ მოიცავს ფარმაცევტულ პოლიტიკას (გამონაკლისია სამკურნალო საშუალებების გამოყენება არასამედიცინო მიზნით), აგრეთვე, პოლიტიკას ალკოჰოლის ან თამბაქოს მიმართ.

2. ჯანმოს ძირითადი სამკურნალწამლო საშუალებების პროგრამის კონტექსტში „ნაციონალური სამკურნალწამლო პოლიტიკა“ გულისხმობს ნაციონალურ ფარმაცევტულ პოლიტიკას, მიმართულს სამედიცინო პრეპარეტების მარკეტინგის, ხელმისაწვდომობის და თერაპიული გამოყენებისათვის ჯანმო რეკომენდაციას აძლევს ყველა ქვეყანას, ჰქონდეს ამგვარი პოლიტიკა ჯანდაცვის ნაციონალური პოლიტკის კონტექსტში. ჯანმოს მიერ შემუშავებული სამკურნალწამლო პრეპარატების ამგვარი ჩამონათვალი არის იმის ცდა, რომ დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს, რომელთაც მედიკამენტების შესაძენად შეზღუდული სახსრები აქვთ, შეიმუშაონ მსგავსი ფარმაცევტული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ჯანდაცვის პრობლებებზე და არა საბაზო პრინციპებზე.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები