პოლიტიკური მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიტიკური მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაციასაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, შეიქმნა 1949 გაეროს გადაწყვეტილებით მსოფლიოში პოლიტიკური მეცნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობის მიზნით. აერთიანებს კოლექტიურ (პოლიტიკური მეცნიერების ეროვნული ასოციაციები), ასოცირებულ (კვლევითი ცენტრები) და ინდივიდუალურ წევრებს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. ძირითადი ორგანოებია მსოფლიო კონგრესი (ტარდება 3 წელიწადში ერთხელ), აღმასრულებელი კომიტეტი და სამდივნო (ადგილმდებარეობა ოტავა), ასოციაციის საქმიანობის ძირითადი ფორმებია მსოფლიო კონგრესისა და „მრგვალი მაგიდის“ ყოველწლიური სხდომების ორგანიზაცია, ინფორმაციული სამსახურის გაწევა ეროვნული ასოციაციების, უნივერსიტეტებისა და ბიბლიოთეკებისათვის და ა.შ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები