პოლიფორუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლიფორუმი – (ბერძ. polýs ბევრი, მრავალი და ლათ. forum ბაზარი, ღია სივრცე, საზოგადოების თავშეყრის ადგილი), არქიტექტურულად გაფორმებული დიდი მოედანი, სადაც ეწყობა საზეიმო მსვლელობები, კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სახვითი ხელოვნების გამოფენები და მისთ.