პოლონეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლონეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულებები – 1925 – მომავალმა მოლაპარაკებებმა, რომლებიც გერმანიასთან უნდა გამართულიყო საზღვრების საკითხთან დაკავშირებით, ერთგვარად დააახლოვა პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის მთავრობების პოზიციები. ამას ხელი შეუწყო 23 აპრილს მათ შორის ლიკვიდაციური, საარბიტრაჟო და სავაჭრო ხელშეკრულებების დადებას. ხელმოწერამდე რამდენიმე ხნით ადრე მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს და კომპრომისის გზით გადაწყვიტეს პოლონეთ-ჩეხოსლოვაკიის საზღვართან დაკავშირებული საზავო საკითხები.

1947 ხელშეკრულება მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

დაიდო 10 მარტს ვარშავაში, 20 წლის ვადით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიეღოთ ყველა ზომა, რათა თავიდან აეცილებინათ რაიმე სახის აგრესია გერმანიის ან რომელიმე მისი მოკავშირის მხრიდან. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაუწიონ ერთმანეთს სამხედრო და სხვა სახის დახმარება მათ, წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, არ მიიღონ მონაწილეობა ისეთ კავშირებსა და კოალიციებში, რომლებიც მეორე მხარის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

1967 ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

დაიდო 1 მარტს ვარშავაში, 20 წლის ვადით. მიზნად ისახავდა ორ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრობის შემდგომ გამყარებას, თანამშრომლობის განმტკიცებასა და ურთიერთდახმარებას თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, სუვერენიტეტისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე დაყრდნობით. 1955 ვარშავის შეთანხმების შესაბამისად, ორივე სახელმწიფო უნდა ეცადოს, არ დაეშვას აგრესია „მილიტარისტული და რევანშისტული ძალების“ მხრიდან. ხელშეკრულების თანახმად, ერთ-ერთ მათგანზე რომელიმე ქვეყნის აგრესიის შემთხვევაში, მეორე მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს სამხედრო და სხვა სახის დახმარება. მხარეებმა მიუნხენის გარიგება 1938 შეაფასეს როგორც დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები