პოლუსი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლუსი − ტერმინი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან polos – „ღერძი“.

1. პოლარულ კოორდინატთა სისტემაში „პოლუსი“ ეწოდება წერტილს, რომლიდანაც აითვლება პოლარული რადიუსი.
2. პოლუსი ეწოდება წერტილს, რომლისთვისაც მოცემული წრფე წარმოადგენს მოცემული მე-2 რიგის წირის პოლარს.
3 ანალიზური ფუნქციის პოლუსი – იზოლირებული a წერტილი, რომელთანაც მიახლოებისას კომპლექსური ცვლადის ანალიზური f(z) ფუნქცია განუსაზღვრელად იზრდება მოდულით, ე. ი. lim|f(z)| =∞, როცა z → a.

ტერმინი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან polos – „ღერძი“. ეს სახელწოდება გეომეტრიაში ნიშნავდა, რომ წერტილი ან დიამეტრის ბოლო სფეროზე წარმოადგენს სფეროზე გავლებული წრეწირის ცენტრს (ევკლიდესთან, პაპთან). ევკლიდემდე ეს სიტყვა გვხვდება პლატონთან „სფეროს ღერძის“ მნიშვნელობით. ლათინურ ენაში სიტყვამ მიიღო polus-ის ფორმა.

პროექციული გეომეტრიაში ტერმინები „პოლუსი“ (pMasa003.pngle) და „პოლარი“ (polaire) შემოიტანეს შესაბამისად სერვუამ (1810) და ჟერგონმა (1812). სახელწოდება „პოლუსი“ შეიძლება იმითაც იყოს გამართლებული, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები წარმოადგენენ ეკვატორის „პოლუსებს“. პოლუსი და პოლარი კონუსური კვეთების მიმართ პირველად გამოჩნდნენ აპოლონის შრომებში.

ტერმინი „პოლუსი“, როგორც ანალიზური ფუნქციის განსაკუთრებული წერტილის სახელი, შემოიღეს ბრიომ და ბუკემ (≈ 1859).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები