პომპე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პომპე – (პომპა) (ბერძნ.) „საზეიმო სვლა“, „პროცესია“. ძველ საბერძნეთში რელიგიურ დღესასწაულთა დროს დიდძალი ხალხი მიემართებოდა ტაძრისკენ, რათა ღვთაებისათვის პატივი მიეგო. ამ საზეიმო სვლას „პომპე“ ეწოდებოდა. უაღრესად პოპულარული იყო პანათენური და ელევსინური პომპეები.