პონტონების პარკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პონტონების პარკი - ტექნიკური საშუალებების და ღონისძიებების კომპლექსი მოტივტივე ხიდების გადებისა და გადასაზიდი ბორნების აწყობისათვის. მოიცავს საბორნე-ხიდურ კონსტრუქციებს (პონტონები, ხიდების მზიდი და სავალი ნაწილები, ნავმისადგომების ელემენტები), სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებს (ჩვეულებრივ, მომეტებული გამავლობის ავტომობილებს), წყალზე მოტორიზაციის საშუალებებს (კატარღები, ბორტმიღმა აგრეგატები) და დამხმარე მოწყობილობას (ამწეები, ღუზები, ტაკელაჟი და სხვა).

თვითმავალ პონტონების პარკებში ყველა ძირითადი ნაწილი გაერთიანებულია საბორნე-ხიდურ მანქანად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები