პოროლონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოროლონი – ქაფპოლიურეთანის სავაჭრო დასახელება – რბილი პოლიურეთანის ქაფი, 90% ჰაერის შემცველობით, რომელიც მასალას აძლევს სირბილეს და დრეკადობას. წვრილფოროვანი სტრუქტურის გამო პოროლონს აქვს კარგი ელასტიკურობა და ჰაერგამტარობა. პირველად მიღებული იქნა 1941 წ. გერმანიაში. გამოიყენება შესაფუთ მასალად, ჭურჭლის ან სხეულის დასაბან ღრუბლად, საამორტიზაციო მასალად საყურისებში, ბგერაიზოლაციად კედლებსა და გადახურვებში, ავეჯსა და რბილ სათამაშოებში სატენად და სხვ. პოროლონი წვადი მასალაა და ხანძრის დროს გამოყოფს მომწამლავ აირებს, რის გამოც უსაფრთხოების დამატებითი წყაროა. ამჟამად მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები უწვი პოროლონის მისაღებად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები