პორფირი (ქანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პორფირი

პორფირი – (ბერძ. porphyeos მეწამული), წვრილკრისტალური ამონაფრქვევი მთის ქანი, რომელიც ხასიათდება მინისებრი სტრუქტურითა და კვარცის კრისტალების ჩანართებით. ქიმიური შედგენილობით ჩამოჰგავს გრანიტს.

არსებობს პორფირი კვარცული (რიოლიტი, დაციტი) და არაკვარცული (ორთოფირი). მშენებლობაში გამოიყენება, როგორც მოსაპირკეთებელი მასალა. ძველ რომში პორფირით ამზადებდნენ ქანდაკებებს, სარკოფაგებს, დეკორატიულ ვაზებს და ფუფუნების საგნებს. დაუმუშავებელი პორფირი არაეფექტურია, მაგრამ გახეხვის და გაპრიალების შემდეგ იძენს კეთილშობილ მუქ წითელ ფერს. ამჟამად ხელოვნურ პორფირსაც კი ამზადებენ.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები