პოსტმოდერნისტული ფოტოხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სინდი შერმანი. უსათაური კინოკადრი №21, 1978; შავ-თეთრი ფოტო, 20.3X25.4 სმ. წიგნის ავტორები მადლიერებას გამოხატავენ არტისტისა და მეტრო ფიქჩერზის მიმართ. ნიუ იორკი

პოსტმოდერნისტული ფოტოხელოვნება – პოსტმოდერნიზმი, ფემინიზმი და ფოტოგრაფია - ყველა მათგანი აიძულებდა მაყურებელს განსხვავებულობის პირისპირ აღმოჩენილიყო, ყველა ეჭვქვეშ აყენებდა სახვითი კანონის უზენაესობას და დიდად არ აფასებდა ორიგინალურობას ან ინდივიდუალურ მხატვრულ ოსტატობას. ყოველივეს გათვალისწინებით, ბევრი არტისტი ქალი, სწორედ პოსტმოდერნულ სტრატეგიას იყენებდა ფემინისტური ხელოვნების შესაქმნელად

სინდი შერმანი

შერმანი 1977 წელს, სინდი შერმანმა (Sindy Sherman, დ. 1954) მუშაობა დაიწყო სერიაზე უსათაურო კინოკადრები, რომელიც ხედვის პოსტმოდერნული სტრატეგიის შესანიშნავი მაგალითია. ეს შავ-თეთრი ფოტოები შემაშინებლად მოგვაგონებს 1960-იანი წლების დასაწყისის ცნობილ კადრებს, თუმცა ნამდვილად სინდი შერმანის თანამედროვე ფოტოებია, რომლებშიც ის, შესაბამისი მაკიაჟით პოზირებს გარემოში, რომელიც თითქოს ციტირებს კარგად ნაცნობი, ძველი კინოფილმების კადრებს. მაგალითად, ნამუშევარში უსათაურო კინოკადრი № 21 იგი ჩნდება როგორც "გოგონა" პატარა ქალაქიდან, რომელიც სულ ახლახანს ჩამოვიდა მეგაპოლისში სამუშაოს საძებნელად. იმავე სერიის სხვა ფოტოებზე ის სხვადასხვაგვარადაა ნაჩვენები - ხან სამხრეთელი ლამაზმანია, ხან გულმოდგინედ მშრომელი დიასახლისი, ხან კი სატელეფონო ზარის მომლოდინე მოზარდი. კრიტიკოსები ამ გამოსახულებებს მეორე ტალღის ფემინიზმის პრიზმაში განიხილავდნენ, ვინაიდან ნამუშევრები კითხვებს სვამდა იმ ჩამოყალიბებულ როლზე, რომელსაც ქალი ასრულებდა საზოგადოებაში. გაკრიტიკებული იყო ქალისკენ მიმართული, მამაკაცთა დაჟინებული მზერაც. ყველა ფოტოში შერმანი გვევლინება, როგორც ფოტოგრაფის, ისე გადაღების ობიექტის ამპლუაში. ორივე როლის გაერთიანებით, ის ართულებს ურთიერთობას მათ შორის ვინც უყურებს და ვისაც უყურებენ და ანგრევს ფოტოგრაფიაში ქალის ასახვის სტერეოტიპულ ხერხებს.

ბარბარა კრიუგერი. შენი დაჟინებული მზერა ჩემს სახეს ალმაცერად ხვდება, 1981; ფოტო, წითლად შეღებილი ჩარჩო 140X104 სმ.

ბარბარა კრიუგერი

კრიუგერი ნამუშევარში უსათაურო (შენი დაჟინებული მზერა ჩემს სახეს ალმაცერად ხვდება), ბარბარა კრიუგერი (Barbara Kruger, დ.1945) ფოტოგრაფიის საშუალებით კიდევ უფრო მკვეთრად სვამს ქალის, როგორც დაკვირვების ობიექტის საკითხს. ხელოვნების ნიმუშების შექმნამდე, კრიუგერი დიზაინერად მუშაობდა ჟურნალში mademoiselle. მისი ხელწერა იოლად ამოიცნობა შავ-თეთრი ფოტოგამოსახულებებისა და წითელი სამფერიანი ბეჭდვის კომბინაციაში, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა იაფ რეკლამებში.


ფორმატისა და სლოგანის გამოყენების მისეული სტილით, კრიუგერი რეკლამიდან არჩევს შესაბამის ვიზუალურ პერსონაჟს და ერთდროულად, გვთავაზობს და არღვევს კიდეც სარეკლამო გამოსახულებას. მხატვარი პირის ნაცვალსახელით "შენ", პირდაპირ მიმართავს მაყურებელს და მასა (ადამიანი ვინც უყურებს) და მზერის ობიექტს (ადამიანი ვისაც უყურებენ) შორის ურთიერთობის ასახვას იწყებს. მაყურებელი აქტიურია, ობიექტი კი პასიური. ჩვეულებრივ, მაყურებელი ფლობს კიდეც "მზერის" ძალაუფლებას და რბილად იმორჩილებს მზერის ობიქტს. მაგრამ, თუკი ადამიანი, ვისაც უყურებენ შემოტრიალდება, უარყოფს ან გარდატეხს მზერას, ტრადიციული, ძალისმიერი ურთიერთობა მაშინვე ირღვევა. სწორედ ეს ხდება კრიუგერის გამოსახულებაშიც - იქ მაყურებელი ("შენ") იბლოკება ობიექტის მიერ, რომელიც გვიცხადებს, რომ "შენი მზერა" აიცილა "ჩემმა სახემ". კრიუგერის ხელოვნება დამანგრეველი და ინტერვენციულია. არტისტს ის პლაკატებზე, მაისურებზე, კალმებსა და ფანქრებზე გადააქვს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები