პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობა ბავშვთა ასაკში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობა ბავშვთა ასაკში - ICD-10-ში, ბავშვთა შფოთვითი აშლილობების ქვეთავში, ასეთი კატეგორია შეტანილი არაა, მიუხედავად იმისა, რომ პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობა შეიძლება ბავშვთა ასაკში განვითარდეს. კლინიკური ნიშნები მოზრდილ ასაკში განვითარებული აშლილობის მსგავსია. გამოხატულია ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები, ფლეშბექები და იმ სიტუაციებისთვის თავის არიდება, რომელიც ტრავმასთანაა ასოცირებული. ასეთ ბავშვებს ხშირად უვითარდებათ ირაციონალური განშორების შფოთვა და რეგრესული ქცევა.

სარჩევი

ეტიოლოგია

ისევე, როგორც მოზრდილ ასაკში, პოსტტრავმული აშლილობა ვითარდება უმძიმესი, მწვავე სტრესის შედეგად, როგორიცაა, ბავშვის ტყვედ ჩავარდნა, სამოქალაქო კონფლიქტები და ბუნებრივი კატასტროფები. პოსტტრავმული აშლილობის განვითარების მიზეზი, შეიძლება ფიზიკური ან სექსუალური ძალადობაც იყოს (Goodwin, 1988). ეს აშლილობა, ისევე როგორც მოზრდილებში, იშვიათ ძლიერ კატასტროფებთან შედარებით, უფრო ხშირად ავტოსაგზაო ან სხვა სახის ავარიების შემდეგ ვითარდება. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საგზაო შემთხვევების შემდეგ, ბავშვების 14%-ს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა განუვითარდა (Keppel-Benson et al., 2002).

პროგნოზი

ბავშვთა ასაკის პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგნოზი სისტემურად შესწავლილი არ ყოფილა; თუმცა, დადგენილია, რომ მწვავე მდგომარეობები გრძელდება 6 თვიდან ერთ წლამდე და ზოგჯერ მეტხანსაც (Yule, 1994).

მკურნალობა

მკურნალობა ისეთივეა, როგორიც ზრდასრული პირების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, გადატანილი კატასტროფის შემდეგ, ხდება დაუყოვნებლივი კონსულტაციის (დებრიფინგის) უზრუნველყოფა. მოზრდილებისთვის ასეთი ჩარევის ეფექტურობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც კონსულტაციის დროს არ არის გამოყენებული კოგნიტური თერაპიის პროცედურები, რომელიც ეხმარება მსხვერპლს “გადაამუშაოს” სტრესთან დაკავშირებული მოგონებები, საკამათოა.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები