პოტამოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოტამოლოგია (მდინარეების ჰიდროლოგია, სამდინარო ჰიდროლოგია) – ჰიდროლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის მდინარეებსა და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ საკითხებს. პოტამოლოგიის კვლევის საგანია: მდინარეების ჰიდროლოგიური პროცესების, აუზების მორფომეტრიის, ქსელების აგებულების, კალაპოტური პროცესების, შესართავისპირა მხარეების, მდინარეთა აუზებში წყლის აორთქლებისა და ინფილტრაციის, წყლის, თერმული და მყინვარული რეჟიმების, ნაყარის, მდინარეთა წყაროებისა და ზოგადად კვების, მდინარეებში სხვადასხვაგვარი ქიმიური და ფიზიკური პროცესების შესწავლა და აღწერა. ტერმინი „პოტამოლოგია“ მეცნიერებაში დაამკვიდრა გერმანელმა გეომორფოლოგმა ალბრეხტ პენკმა 1898 წელს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები