პოტანინი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ პოტანინი – (რუს. Григо́рий Никола́евич Пота́нин, (1835-1920 წ.წ.), რუსი მოგზაური და ეთნოგრაფი.

1876-1877 წ.წ. თავის მეუღლესთან (ლავროვსკაია) ა. ვ. პოტანინთან ერთად გამოიკვლია რაიონები, რომლებიც მდებარეობენ ულუნგურისა და კოსგოლის ტბებს შორის, ერთის მხრივ, და ტანუ-ოლას ქედსა და ტიან-შანის ქედს შორის – მეორე მხრივ. მან შეისწავლა და რუკაზე გადაიტანა ისეთი ადგილები, რომლებიც ევროპელებისათვის არ იყო ცნობილი. 1879-1880 წ.წ. ექსპედიციის დროს პოტანინმა გამოიკვლია მომთაბარე მონღოლების დიურბიუტების ყოფა-ცხოვრება, შემდეგ ტბა ყირგიზ-ნორის უდაბური ნაპირები, მდინარე ჩონ-ხაროხი, რომელიც მოედინება ტბა ხარა-უსუდან, და ტბა ხარა-ნორი; ამის შემდეგ მან გაიარა მდინარე ბურეის ხეობა, ქედები ტულუკი და ანჯან-ხორუმი და მიაღწია ტბა ტერკულს („ცის ტბას“), რომლის შუაში მდებარეობს კუნძული სასახლის ნანგრევებით. 1883 წელს გ. ნ. პოტანინი გაემგზავრა ექსპედიციაში ჩინეთში, მონღოლეთსა და ტიბეტში, 1885 წელს კი მან გამოიკვლია ტიბეტის აღმოსავლეთი განაპირა ნაწილი, საიდანაც ენერგიული მოგზაური ნან-შანის ქედის გავლით ცენტრალურ მონღოლეთში შევიდა. ამ ექსპედიციის აღწერა პოტანინმა მოგვცა თავის ნაშრომში „ჩინეთის ტანგუტო-ტიბეტის განაპირა მხარე და ცენტრალური მონღოლთი“.

1892 წლის შემოდგომაზე გ. ნ. პოტანინმა კვლავ მოაწყო ექსპედიცია ჩინეთში, მას სურდა სუ-ჩუანის გავლით მოხვედრილიყო ტიბეტის ზეგანზე, მაგრამ მეუღლის მძიმე ავადმყოფობამ, რომელიც მისი ერთგული თანამოღვაწე იყო, აიძულა პოტანინი დაბრუნებულიყო უკან ბეიპინში. თავისი გამოკვლევის შედეგები გ. ნ. პოტანინმა გადმოგვცა შემდეგს შრომებში:
1) „ჩრდილო-დასავლეთი მონღოლეთის მიმოხილვა“ (I-II ტ.; 1881 წ.; II-IV ტ.; 1883 წ.);
2) „ჩინეთის ტანგუტო-ტიბეტის განაპირა მხარე და ცენტრალური მონღოლეთი“ (I–II ტ.; 1893 წ.) და
3) „დიდი ხინგანის შუა ნაწილში გამგზავრება 1899 წლის ზაფხულში“ (1901 წ.).


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები